აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახაზინო მდივან, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბესენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩინეთმა TikTok-ის ამერიკულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმება დაამტკიცა.

მოსალოდნელია, რომ TikTok-ის ამერიკული აქტივები ახალ კომპანიას გადაეცემა, რომელიც ძირითადად ამერიკელი ინვესტორების ხელში იქნება, ხოლო ჩინური ByteDance-ის წილი 20%-ზე ნაკლები იქნება, როგორც ამას ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ამერიკული კანონი მოითხოვს.

“კუალა-ლუმპურში საბოლოოდ შევაჯერეთ TikTok-ის თაობაზე შეთანხმება ჩინეთის მხრიდან დასტურის მიღების მხრივ, მოველი, რომ მისი რეალიზაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში მოხდება და საბოლოოდ ამ საკითხის მოგვარებას დავინახავთ,” – განაცხადა ბესენტმა.