ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა. მაუგლი მაისურაძე მუცლის არეში მიღებული დაზიანებით ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შემთხვევა სოფელ ზემო ხოდაშენში მოხდა. 68 წლის კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია უცნობია. ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებული დაკავებული არ არის.