ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მონაკვეთზე დაგეგმილია 3.6 კმoიანი გზის მშენებლობა და მტკვარზე ორი ახალი ხიდის (211 და 170 მეტრი სიგრძის) მოწყობა. სანაპიროზე ასევე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები და ფეხით მოსიარულეთათვის შუქნიშნებით აღჭურვილი უსაფრთხო ზონები
გარდა ამისა, აშენდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზიტული მოძრაობის მოთხოვნებს, ხოლო ფონიჭალის ტერიტორიაზე მოეწყობა ერთდონიანი კვანძიც — ადგილობრივი მოძრაობის მოსაწესრიგებლად
ახალი მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის ქუჩებზე სატვირთო და ტრანზიტული მოძრაობის ინტენსივობას, გააუმჯობესებს მგზავრობის დროსა და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას
გზის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი სამშენებლო, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები