პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

 

მან გაიზიარა პროკურორების პოზიცია, რომლის თანახმადაც, თუ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა არ შეეფარდებოდათ, არსებობდა საფრთხე, რომ ისინი მიიმალებოდნენ ან მტკიცებულებების გაანადგურებდნენ. როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც.

 

„მათ ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულში, რაც უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გარეთ ყოფნის შემთხვევაში მათ შესაძლოა გააგრძელონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჰქონდათ”, – განაცხადა ვაჟა თოდუამ პროცესზე.