რუსთავის სასახლის არქეოლოგიურ ექსპედიციას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა აქვს.

რუსთავის სასახლის არქეოლოგიურ ექსპედიციას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა აქვს.
სასახლის VI ოთახში არქეოლოგებმა, IX- X სს. დათარიღებული ჯაჭვის პერანგი იპოვეს.
აქვეა აღმოჩენილი მუზარადიც, რომელიც ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
არქეოლოგიური ექსპედიცია, შუა საუკუნეების სასახლეზე, რუსთავის მერიის ორგანიზებით, ივლისში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, არქეოლოგებმა აქ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი აღმოაჩინეს.