ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი მოედნის მშენებლობა დაასრულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში მოწყობილია გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობამ 4.9 მილიონი ლარით დააფინანსა.
ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.