საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალაქ იზმითში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ქოჯაელის სტადიონზე ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიშიც ჩაატარეს და ნაკრები მორიგი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაშია. ცნობილი ხდება, რომ საქართველო-თურქეთის დაპირისპირებაზე რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს.