საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ამომრჩეველი საკრებულოებსა და მერებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება

 

რუსთავს ჰყავს, 2 მერობის კანდიდატი:

ნინო ლაცაბიძე – ,,ქართული ოცნება”

თამარ კეკენაძე – ,,გახარია საქართველოსთვის”

ცესკოს ინფორმაციით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რუსთავის საკრებულოში რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან :

№ 8 ვალერიანე კაპანაძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

 

№ 9 დავით სულაძე ,,ძლიერი საქართველო-ლელო”

 

№ 41 გიგა კიკვაძე ,,ქართული ოცნება”

 

№ 9 ია ჩერქეზია ,,ძლიერი საქართველო-ლელო”

 

№ 41 მიხეილი მუზაშვილი,, ქართული ოცნება”

 

№ 25 ზვიად ხუციშვილი „გახარია საქართველოსთვის“

 

№ 41 ზაზა ტოგონიძე ,,ქართული ოცნება”

 

№ 3 ზაზა ვერულაშვილი „კონსერვატორები საქართველოსთვის“

 

№ 25 ანა ბეჟანიშვილი „გახარია საქართველოსთვის“

 

№ 41 მიხეილ ბერუაშვილი ,,ქართული ოცნება”

 

№ 9 ჯემალი ნინიკური ,,ძლიერი საქართველო-ლელო”

 

№ 41 ლელა ლუარსაბიშვილი ,,ქართული ოცნება”

 

№ 3 გიორგი პაიჭაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“

 

№ 25 ლია რამიშვილი „გახარია საქართველოსთვის“

 

№ 41 გიორგი ტუხაშვილი ,,ქართული ოცნება”

 

№ 9 ნანა მექვაბიშვილი ,,ძლიერი საქართველო-ლელო”

 

№ 41 სოფიო მაჭარაშვილირამიშვილი ,,ქართული ოცნება”

 

№ 25 ნუკრი რამიშვილი „გახარია საქართველოსთვის“

 

№ 41 გრიგოლ ვეფხვაძე ,,ქართული ოცნება”

 

№ 3 ლევან რეხვიაშვილი „კონსერვატორები საქართველოსთვის“

 

№ 9 მაია შამანაური ,,ძლიერი საქართველო-ლელო”

 

№ 41 ბაჩუკი ჩიჩუა ,,ქართული ოცნება”

 

№ 8 ბექარ კაპანაძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

 

№ 25 ინგა ყალიჩავა „გახარია საქართველოსთვის“

 

№ 41 კარლო ნოდია ,,ქართული ოცნება”

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ფედერალისტებმა“ და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.