სპორტის მინისტრმა ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

 

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოკრივე ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.

კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმასპინძლა. ლაშა გურულმა (65 კგ) მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა, ტრავმის გამო ნახევარფინალში ასპარეზობა ვეღარ შეძლო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ლაშა გურულისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე ბრინჯაოს მედალია (2021, 2023, 2025). ის ასევე პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.