ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ნოემბერს 15:00-დან 18:00
საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შუწყდებათ აბონენტებს მარნეულის
რაიონის სოფლებში ყიზილაჯლო, ტაზა-მახლა, ჯანდარა. 3 ნოემბერს 11:00-დან 19:00
საათამდე – აბონენტებს მარნეულში მარნეულში რუსთაველის, ვოლგოგრადის,
კოსტავას, გამსახურდიას, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე.
3 ნოემბერს 08:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში
ორბეთი, პანტიანი, ახალი ზირბითი, კვესეთი, კიკეთი, კოჯორი, დიდი თონეთი, წვერი,
ღოლოვანი, პირველი შამთა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე –
აბონენტებს სოფლებში დურნუკი, ასურეთი, დიდი დურნუკი, ქოთეში, მარაბდა.
3 ნოემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში
ირგანჩაი, ამამლო, საფარლო, ოროზმანი, ვაკე, მთისძირი, ლოქჯანდარი, გორა და
მიმდებარე სოფლებში.
3 ნოემბერს 13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის,
გიორგაძის, ნეკრასოვის, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, მცხეთის,
ბარნოვის, კახეთის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









