15 ოქტომბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, სამწვერისი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-18, მე-19, მე-20 მიკრორაიონებში არსებული კორპუსების ნაწილს;

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამამლო, ირგანჩაი, პანტიანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ლილო, მარტყოფი და მიმდებარე ტერიტორიაზე;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, სამღერეთი, ივანოვკა, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.