2 ოქტომბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 11:40-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ლილო, თელეთი, სართიჭალა, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღმამედლო, კაჩაგანი, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ტყისპირი და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამამლო, მამიშლო, ბაზაქლო, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღმამედლო, კასუმლო, თაქალო, სადახლო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.