21 ოქტომბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 11:00-
დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
ბოლნისში სულხან საბას, აღმაშენებლის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე
ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ტალავერი, დარბაზი, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან
11:45 საათამდე და 18:45-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-14, მე-
16, მე-15, მე-12 მიკრორაიონების კორპუსების ნაწილს, მესხიშვილის, შარტავას,
ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 13:00-დან
19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია,
ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.