ყველას მეგობრულად უნდა ვურჩიოთ, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ძალიან მკაცრი იქნება მათ მიმართ , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების უფლება აქვთ, თუმცა ძალადობის ან კანონის დარღვევის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოხდება.
პრემიერის თქმით, ვინც წარსულში ძალადობაში მონაწილეობდა, მათი ნაწილი უკვე პასუხისგებაშია მიცემული:
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, შეიკრიბონ მშვიდობიანად, გამოხატონ საკუთარი აზრი, რაც უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად, მინდა ყველა გავაფრთხილო, არ დაარღვიონ კანონი, როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ კანონის შესაბამის მკაცრ პასუხს. მინდა შევახსენო ყველას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, მათი მცირე ნაწილი მიცემულია პასუხისგებაში. სასჯელი საკმაოდ მკაცრია – 2-წლიდან 4-წლამდე. ამიტომ, ყველას მინდა შევახსენო თუკი ვინმეს წაუცდება ხელი, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს, შესაბამისად, ყველას მეგობრულად უნდა ვურჩიოთ, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ძალიან მკაცრი იქნება მათ მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.