კომპანია ,,ჯივიპი რუსთავის” უპასუხისმგებლობა და სისტემური გაუმართაობა რუსთავის მაცხოვრებლებისთვის დიდი ხანია ჩვეულებრივ, მძიმე რეალობად იქცა.
წლების განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელზე ხშირი დაზიანებების და გაუმართავი მუშაობის ფონზე , ,,ჯივიპი რუსთავი” ქალაქს რეგულარულად უქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც მკვეთრად აუარესებს მოქალაქეების ყოფას და ქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს.
სწორედ ამ უწყვეტი პრობლემების გაგრძელებაა კომპანიის მორიგი განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ჯივიპი“ ქალაქს თითქმის დღე-ნახევრის, კერძოდ, 31 საათის განმავლობაში, 10/23/2025 03:00 საათიდან 10/24/2025 10:00 საათამდე, წყლის გარეშე ტოვებს. ეს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი შეზღუდვა განპირობებულია 10 ხრამი-რუსთავის ახალ მაგისტრალურ ქსელზე დაგეგმილი გადაერთებითი სამუშაოებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქსელის მოძველებულობას და კომპანიის არაეფექტურ მენეჯმენტს, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წლებია ვერ მოახერხა.
ამ მასშტაბის გათიშვა, რომელიც რუსთავთან ერთად გარდაბანსა და მის მიმდებარე სოფლებსაც შეეხება, უსამართლო ტვირთად აწვება ათასობით ოჯახს და ცხადყოფს, რომ GWP-სთვის მომხმარებლის ინტერესები კვლავ მეორეხარისხოვანია.
,,ჯივიპი რუსთავი” -ს განცხადება:
,,10/23/2025 რუსთავი რაიონში, 10 ხრამი-რუსთავის ახალ მაგისტრალურ ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 10/23/2025 03:00 დან 10/24/2025 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქალაქ რუსთავს და ქალაქ გარდაბანს სოფლებით.”