რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის – ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის – ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში, რუსთავის ციხე-ქალაქზე და სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რუსთავის სკოლების მე-12 კლასელი- 500-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

 

ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საქართველოს ხელოვნების სასახლის- კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ესწრებოდნენ.

 

არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ახალგაზრდები საკუთარი სურვილით და მერიის ორგანიზებით ჩაერთნენ და რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში, პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობდნენ.

 

პროექტის მონაწოლე ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეიქმნა სპეციალური სტენდი, რომელიც წარწერით- ,,მე აღმოვაჩინე ჩემი ქალაქის ისტორია”, ექსპედიციის თითოეული მონაწილის სახელს შეინახავს.

 

რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

 

ექსპედიციამ, თავისი პირველი აღმოჩენები უკვე გააკეთა.

IX-XI საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ამავე პერიოდის მუზარადი და ისრის პირი, საქართველოში პირველად, არქეოლოგებმა რუსთავის სასახლის IV ოთახში აღმოაჩინეს.