რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოდებაძის ქუჩაზე, სადაც ახალი საავტომობილო გზა, 21000 კვ/მ ფართობზე ეწყობა, ამჟამად ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სრული სარეაბილიტაციო ტერიტორია, 32 000 კვადრატული მეტრია. ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, საავტომობილო გზაზე, ასფალტის სამფენიანი საფარი მოეწყობა.
პროექტის თანახმად, მოდებაძის ქუჩაზე ტროტუარების, ველობილიკების, მწვანე არეალების, სარწყავი და სანიაღვრე ქსელის, ახალი გარე განათების სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. დამონტაჟდება გარე განათების 70 ახალი ბოძი და 6 ლოკაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობისას მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. კომპანია ,, GWP”- იმ წყალსადენისა და წალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაატარა, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა ,,ენერგოპრო ჯორჯიამ” და ,,სოკარ-ჯორჯია გაზმაც”.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება, 6 101 101 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.