“ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით” – მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს

თქვენ ახლა ვის ესაუბრებით? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი ? თქვენ ან მოგიწევთ ამ ხელისუფლების აღიარება ან ნელ-ნელა განიდევნებით, გაიწევით გვერდზე, – ასე მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტს.

მისი თქმით, ვინც არჩეულ პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებს თავად არის არალეგიტიმური.

„თქვენ ახლა ვის ესაუბრებით ? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი ? თქვენ საქართველოში ცხოვრობთ საქართველოს მოქალაქე ხართ და საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, შეუძლებელია ხელისუფლების გარეშე ქვეყანა იმართებოდეს. როდესაც თქვენ საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებით, როცა თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით არალეგიტიმურს, თავად ხართ არალეგიტიმური. მე ლეგიტიმური ვარ! თქვენ ან მოგიწევთ ამ ხელისუფლების აღიარება ან ნელ-ნელა განიდევნებით გაიწევით გვერდზე!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.