რუსთავის მერია, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს მოსახლეობას აცნობს.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკრებულოში წარდგენამდე, რუსთავის მერიის სამსახურები, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ხვდებიან.
ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700 წარმომადგენელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილეებთან ერთად წარუდგინა.
2026 წლისთვის, რუსთავის მერიის გუნდის სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტი, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია, შიდასაუბნო სივრცეების განვითარება, სოციალური, სპორტული და ახალგაზრდული პროექტები იქნება.
რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, 15 ნოემბრამდე იქნება წარდგენილი.









