პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი – 2002 წელს დაბადებული ფ.პ., 1967 წელს დაბადებული ვ.ლ., 1980 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული ჯ.ლ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 22 შეკვრა „კოკაინი“,„სუბუტექსის“ 261 აბი და 36 აბის ნატეხი, „მდმა“, „ამფეტამინი“, “პსილოცინის” შემცველი სოკო, „ლირიკა“ და გამომშრალი, „მარიხუანა“.