რუსთავის ახალგაზრდობის სასახლემ რუსთაველი მწერლების წიგნების პრეზენტაციას უმასპინძლა

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლემ რუსთაველი მწერლების წიგნების პრეზენტაციას უმასპინძლა.
რუსთაველ ავტორებს, რომელთა ნამუშევრებიც პირველად დაიბეჭდა, შემოქმედებით დებიუტში დახმარება რუსთავის მერიამ გაუწია.
საკუთარი წიგნის პრეზენტაცია მწერლებმა – თეა კობახიძემ, ლამზირა შეყილაძემ, მირიან ზალოშვილმა, დონარი ადეიშვილმა, ეკა მღებრიშვილმა და გივი მოსიაშვილმა მკითხველს თავად წარუდგინეს.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს წევრები, მწერლები და ლიტერატურათმცოდნეები ესწრებოდნენ.