რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი- თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი- თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტი, ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაციას და ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია, N4, N16 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება.
განახლდება ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციაც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია, სამუშაოები 2026 წელსაც გაგრძელდება და რეაბილიტაცია, აქ არსებულ სხვა ავარიულ კორპუსებსაც ჩაუტარდება.
პროექტის ღირებულება, 6 500 000 ლარია, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი, 3 282 091 ლარია განსაზღვრული და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.