საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარი მიზანიც „საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა“ უწყებამ უკვე შეიმუშავა და პარლამენტსაც წარუდგინა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, „სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის“ ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 100 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა „15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.“

 

50-ლარიანი სანქცია განისაზღვრება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ჯარიმის ოდენობად 50 ლარი განისაზღვრება ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზეც.