ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება იწყება

რუსთავის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილ პროექტს – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანებას იწყებს.

 

უკვე შეძენილია 10 000 ძირი ენდემური ხე- მცენარე და პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის, სპეციალური ტრენინგები ტარდება. ტრენინგის პროცესში, მოხალისეებმა, 300 ძირი ხე-მცენარე, პროფესიონალ ფლორისტებთან ერთად დარგეს და სერთიფიკატები მიიღეს.

 

ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და ქალაქის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

 

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად შეიმუშავეს.

პროექტი, რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენას ისახავს მიზნად და გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება.