ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, დიდი ლილო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, სავანეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, სიხნოს, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, სამედ ვურგუნის, ბერიტაშვილის, ერეკლე მეორის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 21-ე, შარტავას, ქუთაისის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯავშანიანი, მუშევანი, საბერეთი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









