„კომედიის თეატრალური ფესტივალი 2025“ – რუსთავის თეატრის სპექტაკლის – „ფრინველები“ – პრემიერით გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში რუსთავის დრამატული თეატრის მაყურებელს და არა მხოლოდ დაუვიწყარი სპექტაკლების სერია ელოდება.
შეგახსენებთ, რომ კომედიის ფესტივალი უკვე 12 წელია რაც აქტიურად ტარდება, მისი მიზანი საქართველოში კომედიური ჟანრის განვითარებაში წვლილის შეტანაა.
გაგაცნობთ თეატრების სიას, რომელსაც “კომედიის თეატრალური ფესტივალი 2025” უმასპინძლებს. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება
9 ნოემბერი – “ფრინველები” რუსთავის თეატრი
10 ნოემბერი -“საშიში კომედია პატარა სახლში” ახმეტელის თეატრი
11 ნოემბერი -“ვთამაშობთ ვოდევილს” მარჯანიშვილის თეატრი
12 ნოემბერი -“და რა შუაშია აქ თაგვი”, რუსთავის თეატრი
13 ნოემბერი – “იმერული რექვიემი”, ქუთაისის თეატრი
14 ნოემბერი -“თავისუფალი წყვილი”, ილიაუნი
15 ნოემბერი- “უცნობები”, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
16 ნოემბერი -“ზღვის თეატრი”, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
17 ნოემბერი – “მილიონერი ნაპოლი”, რუსთაველის თეატრი
18 ნოემბერი – “თეთრი ვარდები”, თავისუფალი თეატრი
19 ნოემბერი -“მშვიდობით თემურ”, თავისუფალი თეატრი