საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის განზრახ მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









