რუსთავში, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.
ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ახალი საზოგადოებრივი სივრცე კეთდება.
ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში, ავტომობილების თვითნებური პარკინგი იყო მოწყობილი, ახალი ტროტუარები, ველობილიკები, გარე განათების ქსელი და მწვანე დასასვენებელი ზონები მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარედ არსებულ შიდასაუბნო სივრცესაც. სამუშაოების ღირებულება 754 358 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.









