12 დეკემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, კასუმლო, ტაკალო, დამია და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, მერაბ კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.