2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც დასჭირდებათ – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს:
“საქართველოს მთავრობა 2026 წლისთვის ქვეყანაში შესული ყველა უცხოელი ტურისტისთვის სამოგზაურო დაზღვევას სავალდებულო ხდის. ეს ახალი რეგულაცია თურქეთის მოქალაქეებსაც ეხება…
საქართველომ გამოაცხადა ახალი რეგულაცია ქვეყანაში შესვლის შესახებ, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით შესვლის უფლება ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. ახალი გადაწყვეტილებით, სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა ვიზიტორისთვის სავალდებულო ხდება. რეგულაცია ასევე ფარავს მგზავრებს, რომლებიც ერთი დღით გადიან ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში; შესაბამისად დაზღვევა საჭირო იქნება ბათუმში მოკლევადიანი ვიზიტებისთვისაც კი.
სავალდებულო დაზღვევა საჭიროა საავადმყოფოსა და მკურნალობის ხარჯების, უბედური შემთხვევების, გადაუდებელი ჩარევებისა და სავალდებულო დაბრუნების პროცედურების დასაფარად” | წერს თურქული მედია Arhavinin Sesi. კანონი თავდაპირველად 2024 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიდო









