17 დეკემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 დეკემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში ბარათაშვილის, ბესიკის, ივერიელის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე; 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაფლო, ულაშლო, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.