23 დეკემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს 11:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, სამედ ვურგუნის, ახუნდოვის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, ცურტაველის, სიონის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.