ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, ახა, მამულო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი და მიმდებარე სოფლებში;
12:50-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, თელეთი, გამარჯვება და მიმდებარე სოფელბში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, მელიქიშვილის, ფალიაშვილის, მესხიშვილის, მე-8, მე-6, მე-7ა მიკრორაიონების კორპუსების ნაწილში და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









