ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები.

 

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.