გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი პირი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი პირი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი.

შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.