პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა.
შსს-ს ცნობით რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.