რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა.
რეაბილიტირებული და სრულად გამაგრებულია თბილისის ქუჩის N4, N16 და N20 ავარიული საცხოვრებელი კორპუსები.
შემდეგ ეტაპზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, N8 საცხოვრებელი შენობის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რესტავრაციაა განსაზღვრული.
ელექტრონული ტენდერი, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ამ ეტაპზე, თბილისის ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ჯამში, აქ სხვადასხვა სახეობის, 1850 ახალი ხე-მცენარის დარგვაა განსაზღვრული.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუსთან ერთად გაეცნო.
თბილისის ქუჩას, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვა აქვს. რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, ფაქტიურად მთელი ქალაქი მიიღებს.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 282 091 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თბილისის ქუჩაზე არსებული ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია, რამდენიმე ეტაპადაა განსაზღვრული.
რეაბილიტაცია აქ არსებულ სხვა ავარიულ კორპუსებსაც, მოსახლეობასთან შეთანხმებით ჩაუტარდება.









