საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი 130-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 21 კანონმდებელი წავიდა. კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და „მწვანეთა პარტია“.
ახლა კანონპროექტს კენჭი პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში უნდა ეყაროს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კანონმდებლებს მოუწოდა დააჩქარონ კანონის მიღება, რათა ის მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდეს.
„იმიტომ რომ ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება არც ამერიკულ პლატფორმებზე, არც ჩინურ ქსელებზე. რადგან მათ ოცნებებს ალგორითმები არ უნდა ადგენდნენ. ჩვენ არ გვსურს მშფოთვარე თაობა, ჩვენ გვსურს თაობა, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის და მისი ღირებულებების სჯერა“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.