გუშინ, 28 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსჟ-სა და “ნიუკასლის” (1:1) მატჩის მეოცე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი ტრავმის გამო, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის და იგი ვარჯიშს 2 კვირაში დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, “კვარას” არანაირი მოტეხილობა არ აღენიშნება და მხოლოდ კოჭის იოგი აქვს დაზიანებული.
შეგახსენებთ, პსჟ მომდევნო მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს – ლიგა 1-ის მეოცე ტურში გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება.









