13 იანვარს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 იანვარს 14:00-დან
19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნასაგური, დიდი ლილო, მარტყოფი,
სამგორის მევენახეობა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.