ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში; 15:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში ლაღიძის, ქობულეთის, გორკის, შაუმიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ ყიზილაჯლოში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









