აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის გამართული საუბრის შემდეგ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში მყოფი მომხმარებლებისთვის უფასო გახდა.
ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა, “სტარლინკი” ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით ათიათასობით Starlink-ის ტერმინალი და ანტენაა განთავსებული, მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გადახდისას სირთულეებს აწყდებოდნენ. ასევე ვრცელდება ცნობები Starlink-ის სიგნალის სერიოზული შეფერხებების შესახებ.