რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს მაჯაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციითვე, სავარაუდო დამნაშავეც არასრულწლოვანია და ის ჯერ დაკავებული არაა.
შსს-ს ცნობით მომხდართან დაკავშირებით, 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.









