ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდებათ აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, მერაბ კოსტავას,სულხან-საბას, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, აივაზ გასანოვის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში ქალაქის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის, ლეონიძის ქუჩებზე, მე-6 და მე-11 მიკრო-რაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









