ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს 11:00-დან 11:10 საათამდე და 15:50-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდებათ აბონენტებს ქ. ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, თაყაიშვილის, ერეკლე მეორეს, გიორგაძის, მაზნიაშვილის, აბდულა შაიგის, ბორჩალინის, დიმიტროვის, ტაბიძის, ნიზამის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.
15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში 21-ე, მე-20, მე-19 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის გამზირზე.
15:30-დან 17:30 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო, ლელაშხა, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









