ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, მეგობრობის, ვახუშტის, გოგი დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში თითო საათით აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, მშენებლთა და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, თბილისის, სულხან-საბას, ყურბანოვის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









