29 იანვარს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ოქტომბრის, თბილსრესის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე პერიოდში აბონენტების ნაწილს რუსთავში მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, მარის არხის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 12:30 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, მუხათი, მარნეული, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, კალინინო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.