8 იანვარს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 იანვარს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ლილო, ნასაგური, ვარკეთილის მეურნეობა, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხულდარა, ბურმა, აზიზქენდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.