აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში მიმდინარეობს.

 

ასევე, მედია წერს, რომ დელეგაციების გადაწყვეტილებით, შეხვედრები კვლავ დახურულ ფორმატში გრძელდება.

 

შეგახსენებთ, გუშინ აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეებმა „რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები“ განიხილეს.