ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას შესაბამისად უპასუხებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს, რომლის თანახმადაც ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

 

„ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გენოციდის გამო, რომელმაც 70 000 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპარლამენტს ისრაელის წინააღმდეგ რაიმე რეალური ზომები არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია, ის თავისუფლად დაფრინავს ევროპის საჰაერო სივრცეში. ამისგან განსხვავებით, ირანში ძალადობრივი არეულობების მხოლოდ რამდენიმე დღე გახდა საკმარისი ევროპარლამენტისთვის, რომ ჩვენი დიპლომატების შესვლა აეკრძალა“, – წერს არაღჩი.

 

მისი თქმით, ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას უპასუხებს.

 

„ხალხი სულელი არ არის. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რა ხდება. ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას შესაბამისად უპასუხებს“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 

არაღჩი გერმანიის კანცლერის განცხადებასაც ეხმაურება.

 

„როდესაც ირანი ამარცხებს ტერორისტებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და პოლიციელებს კლავენ, გერმანიის კანცლერი ჩქარობს განაცხადოს, რომ „ძალადობა სისუსტის გამოხატულებაა“. მაშ, რას იტყვის ბატონი მერცი ღაზაში 70 000 პალესტინელის მასობრივი მკვლელობისადმი მის გულწრფელ მხარდაჭერაზე? გაგვიწიეთ სამსახური: ცოტა შეგრცხვეთ. კიდევ მეტი: გერმანიამ უნდა შეწყვიტოს ჩვენს რეგიონში უკანონო ჩარევა, მათ შორის გენოციდისა და ტერორიზმის